გაერთიანება

„დირექტერა“ გახლავთ განათლების სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება.  გაერთიანდით ქსელში კოლეგებთან თქვენი ქვეყნიდან, გერმანიიდან ან მთელი მსოფლიოდან. დაიხმარეთ პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებლების ამსახველი რუკა და თემატური საკვანძო სიტყვებით ძიების ფუნქცია. გაიცანით ერთმანეთი, გააბით პირდაპირი მიმოწერა ჩატით ან შექმენით თემატური ჯგუფები, იმსჯელეთ განათლების აქტუალურ ტრენდებზე ან დაგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებები და პროექტები. 

პროფესიული განვითარება

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს უფასო, ექსკლუზიურად „დირექტერაზე“ შემოთავაზებულ სემინარებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან კითხვა-პასუხის საათებში. გარდა ამისა, გთავაზობთ კვალიფიკაციის ამაღლებას აგრეთვე ექსკლუზიურად „დირექტერას“ მომხმარებლებისთვის ან საკმაოდ მიმზიდველი ფასდაკლებებით. მიმართეთ საგანმანათლებლო ლანდშაფტის ფლაგმანებს, პირველი გაეცანით განათლების ტრენდებს, გაიმყარეთ მართვითი უნარები და სოციალური კომპეტენციები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენი საგანმანათლებლო დაწესებულების და თქვენი გუნდის მრავალმხრივ სტრატეგიულ განვითარებაში.  

გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა& კომუნიკაცია

გაუზიარეთ თქვენი იდეები „დირექტერას“, დაუსვით კითხვები კოლეგებს და მიიღეთ პასუხები მთელი მსოფლიოდან. გამოიყენეთ შთაგონებისთვის კოლეგების გამოცდილება და განახორციელეთ ერთობლივი პროექტები. შექმენით თქვენი პროფილი ინგლისურ, გერმანულ ან თქვენი ქვეყნის ენაზე და გააცანით საზოგადოებას თქვენი პროფესიული ინტერესები ან მოუყევით სამსახურებრივ გამოწვევებზე.

რატომ „დირექტერა“

„დირექტერა“ არის პლატფორმა საგანმანათლებლო პროცესის მოქმედი ხელმძღვანელებისთვის და მათი მოადგილეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილების დახმარებით იღვწიან თავისი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისთვის, სურთ საკუთარი კომპეტენციების დახვეწა და დაინტერესებული არიან ექსკლუზიურ ღონისძიებებში გერმანიის და სხვა ქვეყნების განათლებისა და ბიზნეს ექსპერტების  მონაწილეობით.

„დირექტერა“ ერთ ქსელში აერთიანებს  სკოლების ხელმძღვანელობას, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელობას და  განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აწვდის მათ ინფორმაციას და სიახლეებს და იწვევს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. 

„დირექტერაზე“ შეხვდებით თანამოაზრეებს, რომლებთანაც არა მხოლოდ გამოცდილების გაცვლა და პროფესიული კონტაქტების დამყარება, არამედ ერთობლივი პროექტების  შემუშავება და გახორციელებაც შეგიძლიათ.

თანამშრომლობს რა კვალიფიკაციის ამაღლების წამყვან დაწესებულებებთან, „დირექტერა“ გთავაზობთ კვალიფიკაციის ამაღლების ინოვაციური და აქტუალური ვარიანტების ფართო არჩევანს, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ „დირექტერას“ მომხმარებლებისთვის.

„დირექტერას“ შემოთავაზება მოიცავს გოეთეს ინსტიტუტის მიზნობრივ ჯგუფებზე მორგებულ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს, რომლებიც აერთიანებს საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ტრენდებს და საერთაშორისო გამოცდილებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების მოკლე მიმოხილვა

უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მიმოხილვა „დირექტერაში“ თავმოყრილია უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც გუნდურ მუშაობაში გამოგადგებათ.

საინფორმაციო პანელი

ნებისმიერ დროს პირადად მიმოიხილეთ საკუთარი ჯგუფები, პროექტები, აქტივობები და საზოგადოების სიახლეები.

გუნდის ჩატი

მოყვება ღია კოდიანი „მესინჯერი“! გაუგზავნეთ შეტყობინებები ბრაუზერის, სმარტფონის ან დესკტოპ-აპლიკაციით კერძო პირებს, პროექტებს, ჯგუფებს ან საკუთარ არხებს.

სიახლეები

ერთი პოსტით შეძლებთ აუწყოთ თქვენი სიახლე თქვენს ჯგუფს ან მთელ გაერთიანებას.

დოკუმენტებზე ერთად მუშაობა

ტექსტებზე, ცხრილებზე და პრეზენტაციებზე ონლაინ მუშაობა ერად და ერთდროულად! ისეთივე კომფორტული, როგორც MS Office ან Google Docs.

n-Cloud

თქვენი ფაილების და საქაღალდეების მართვა მოხერხებულად შეგიძლიათ როგორც სახლიდან, ისე გზიდან - Nextcloud-ის ბაზაზე შემუშავებული n-Cloud-ის გამოყენებით.

კალენდარი და განრიგი

შეადგინეთ შიდა განრიგი ან დაგეგმეთ საჯარო ღონისძიებები თქვენს საკუთარ კალენდარში ან მთელი გაერთიანებისთვის - ფორუმში.

ჩვენ შესახებ

გოეთეს ინსტიტუტი გახლავთ მთელ მსოფლიოში მოქმედ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურული ინსტიტუტი.

გოეთეს ინსტიტუტების, გოეთეს ცენტრების, კულტურული საზოგადოებების, სამკითხველო დარბაზების და აგრეთვე საგამოცდო და ენის ცენტრების ქსელით უკვე თითქმის სამოცდაათი წელია უამრავი ადამიანისთვის პირველი კონტაქტი ვართ გერმანიასთან. 90-ზე მეტ  ქვეყანაში წამყვან ინსტიტუციებთან და პიროვნებებთან   მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისადმი ნდობას ამყარებს.

ჩვენ ყველას პარტნიორი ვართ, ვინც აქტიურადაა დაკავებული გერმანიითა და მისი კულტურით, ვინც საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებს პარტიული კუთვნილების გარეშე.

კონტაქტი